მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის რიას და Tjournal-ის ჟურნალისტები და მუნიციპალიტეტის დეპუტატი შვილთან ერთად.
TV Rain-ის ინფოrმაციით, შეკრებილები ხელმოწერებს აგროვებდნენ მოთხოვნით, ანულირებულ იქნას საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო ვადა გაუნულდა და მეორე ვადის დასრულების შემდეგ, 2024 წელს იგი ისევ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად შეუძლიაისევ პრეზიდეტი გახდეს. რუსეთის კონსტიტუციაში ეს ცვლილებები თავად პუტინის ინიციატივით შევიდა.
ხელმოწერების შეგროვება აქციაში გადაიზარდა. მონაწილეთა ინფორმაციით, თავიდანვე საპროტესტო აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა მერიამ თანხმობა არ გასცა. სწორედ ამ მიზეზით, როცა აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.