მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტია-უშგულის გზაზე გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს

მესტია-უშგულის გზაზე გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს

Published on

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში დაკარგული მამაკაცის 50 წლის ო. კ.-ს ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა ხუთდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე მულხურაში იპოვეს. ავტომანქანა მესტია-უშგულის გზაზე 12 ივლისს გადავარდა ხევში. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მაშველებმა ადგილობრივების დახმარებით „დელიკას“ მარკის ავტომობილი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა იქ არავინ აღმოჩნდა. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, მამაკაცი წყალმა გაიტაცა, რადგან ავტომობილის ორივე კარი ღია იყო.

ადგილობრივების ცნობით, დაკარგული მამაკაცი სოფელ კალადან მესტიის მიმართულებით მიდიოდა და ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. ის ბეჩოს თემში ცხოვრობს. 

“5 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საძიებო-სამაშველო ოპერაცია. პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი. მათ შორის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამაშველო ჯგუფი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი” – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...