,,სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ ყოფილა. რაც შეეხება უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, ის არის პარტიის თავმჯდომარე. თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი. პირველ რიგში, მისი გადასაწყვეტია ეს, იმიტომ, რომ ის არის ნომერ პირველი პარტიაში.” – თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ. ის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნა, თუმცა, მმართველი გუნდის სია ჯერ შედგენილი არ არის.
,,ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია. ბიძინა ივანიშვილის გარეშე მე ქართული ოცნება ვერ წარმომიდგენია …
ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში არის ჩართული და თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა? რა მნიშვნელობა აქვს, დღეს მთელი მსოფლიო ვირტუალურად უკავშირდება ერთმანეთს. მე, პირადად, არაერთ ვირტუალურ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, შიდა გუნდურ შეკრებებსაც ვირტუალურად ვაკეთებთ, ამაში, დღეს, 21-ე საუკუნეში, კოვიდ 19-ის პირობებში, რა არის გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირტუალურად ჩაერთო პოლიტსაბჭოს სხდომაზე?”– ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კითხვას, რატომ არ ჩანს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი.