მთავარისიახლეებიპოლიტიკაექიმები იმედს იძლევიან - ცოტნე გამსახურდია უახლოეს პერიოდში გახდება კონტაქტური და...

ექიმები იმედს იძლევიან – ცოტნე გამსახურდია უახლოეს პერიოდში გახდება კონტაქტური და ითანაშრომლებს გამოძიებასთან

Published on

ცოტნე გამსახურდია უახლოეს პერიოდში გახდება კონტაქტური და ითანაშრომლებს გამოძიებასთან, – ამის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ ცოტნე გამსახურდია გადაყვანილია გერმანიაში, ჰაიდელბერგში, ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, რომელიც არის საუნივერსიტეტო კლინიკა ნეიროქირურგიურ დაავადებებთან დაკავშირებით, აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რეაბილიტაციის ცენტრი. თურქეთიდან მოხდა გერმანიაში მისი ტრანსპორტირება. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მის მეუღლესთან, ასევე, ბატონ კონსტანტინესთან კომუნიკაციის შედეგად, პროგრესი, რომელიც ჯერ კიდევ სტამბოლში, კლინიკაში დაიწყო, კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. იმედს იძლევიან ექიმებიც.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდა გერმანიაში ტრანსპორტირება და საუკეთესო კლინიკაში განთავსება. იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში გახდება კონტაქტური, შეძლებს გამოძიებასთან აქტიურ თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს სასამართლო განხილვები. ამასთან, მეორეს მხრივ, შეძლებს დაუბრუნდეს საზოგადოებას სრულფასოვან წევრად“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...