მთავარისიახლეებისაზოგადოებაძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში

ძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში

Published on

სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით კახეთში ძლიერ სეტყვასა და ქარს ზარალი მოყვა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში რამდენიმე სახლს სახურავი აქვს გადახდილი. გარდა ამისა, სეტყვამ სოფელი ნაფარეული დააზარალა. დასეტყვილია ვენახები და სხვა კულტურები.

თელავში კი მშვიდობის ქუჩაზე რამდენიმე ხეა წაქცეული. სტიქიის შედეგად, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ასევე ხე წაიქცა, რის გამოც, დაახლოებით 10 წუთით შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლა.

გურჯაანი-თბილისის გზაზე მოგლეჯილ ხეს „ფორდის” მარკის სატვირთო შეეჯახა. მგზავრები არ დაშავებულან. პოლიციის მისვლამდე გზის გათავისუფლება მძღოლებმა შეძლეს.

ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ზარალის მასშტაბზე ინფორმაცია ზუსტდება

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...