მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართველი ბოტები მტროლავენ, საცოდაობაა, მაგრამ, გამარჯობა, ეს პუტინის რეჟიმია - ადამ კინზინგერი

ქართველი ბოტები მტროლავენ, საცოდაობაა, მაგრამ, გამარჯობა, ეს პუტინის რეჟიმია – ადამ კინზინგერი

Published on

კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ეხმაურება ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიის კვლევას Twitter-ზე გამოვლენილი იმ ყალბი პროფილების შესახებ, რომლებიც კინზინგერსა და სხვა კონგრესმენებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ.

კინზინგერი წერს, რომ ამას აკეთებს პუტინი. მისი თქმით, იგი მიზანში იღებს თავისუფალ ადამიანებს და პირადი სარგებლის გამო ქაოსს ხლართავს.

“რუსი ბოტების მიერ Twitter-ზე დატროლვა? ეს ჩვეული სამშაბათია. ამას აკეთებს პუტინი – ის მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს, ცდილობს, რომ ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და ხლართავს ქაოსს პირადი სარგებლისთვის. საცოდაობაა, მაგრამ, გამარჯობა, ეს პუტინის რეჟიმია”. – დაწერა კინზინგერმა

DFRLab-ის ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ადამ კინზინგერმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული ღირებულებების დაუცველობისთვის გააკრიტიკა, ტვიტერის საეჭვო ანგარიშებმა კონგრესმენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი ანგარიში დიდი ალბათობით დაკავშირებულია ფეისბუქ გვერდთან, ანტილიბერალური დოქტრინა, რომელიც თავის მხრივ ანტი დასავლურ, ანტი ოპოზიციურ და პრორუსულ ნარატივს ავრცელებს.

აღნიშნული ანგარიშების გამოჩენა, რომელთა ნაწილი აშკარად ყალბია, წინ უძღვის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2020 წლის ოქტომბერშია ჩანიშნული.

DFRLab ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიაა, რომელიც დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

ადამ კინზინგერი ანტიდასავლური აქტორების ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როცა მან და სხვა კონგრესმენებმა პრემიერმინისტრ გახარიას წერილი მისწერეს და დაღმავალ ეკონომიკურ ტრენდსა და პოლიტიკურ დევნაზე გაამახვილეს ყურადღება.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...