მთავარისიახლეებიპოლიტიკაგავა თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა'' გაერთიანებიდან ,,ძალა ერთობაშია''?

გავა თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებიდან ,,ძალა ერთობაშია”?

Published on

არ დავმალავ, არის საუბარი გაერთიანებიდან ძალა ერთობაშია” “ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე, – აცხადებს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე. – არ ვიცი, გადის თუ რა ის და რა ფორმით მოხდება ეს და ვფიქრობ , ამ თემაზე საბოლოო კომენტარი თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს.

„ რაც უნდა მოხდეს, მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა,მაგრამ პროპორციულ ნაწილში შესაძლებელია, თერთმეტივე პარტიამ ცალ-ცალკე სუბიექტებად მიიღოს მონაწილეობა განაცხადა გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურა.
წიკლაურის თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმაში არ აქვს გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ დატოვება.

“ძალა ერთობაშია“ არის სტაბილური და წარმატებული კოალიცია. ვმუშაობთ იმაზე რომ მისი შემადგენლობა გაფართოვდეს და გაძლიერდეს, რომ კონკურენცია გაუწიოს პარტიას რომელიც ოქტომბერში ხელისუფლების სათავეს ჩამოშორდება. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ გაერთიანებას ვტოვებთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი გეგმაა კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს კოალიცია.” – განაცხად წიკლაურმა.

სიახლეები

თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

24-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა...

რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა. მან სასჯელი სრულად მოიხადა. ტვ პირველთან...