მთავარისიახლეებიმსოფლიოგუშინ დაწყებული შეტაკებები აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე გვიან ღამითაც გაგრძელდა

გუშინ დაწყებული შეტაკებები აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე გვიან ღამითაც გაგრძელდა

Published on

გუშინ, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღავრზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გვიან ღამითაც გაგრძელდა.

მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის რაიონის სოფელი აღდამის მიმართულებით 120მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანული დასახლებების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია უარყო.

„ჩვენმა სამხედრო ნაწილებმა ღამის შეტაკებების დროს არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და ტანკების საშუალებით მტრის ძირითადი პოზიციები, საარტილერიო ხელსაწყოები, საავტომობილო და ცოცხალი ძალები გაანადგურეს. ამჟამად მდგომარეობას ჩვენი ჯარისკაცები აკონტროლებენ, მტრის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები ხორციელდება. მტრის მხარე მალავს ინფორმაციას დანაკარგის შესახებ,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლის დროს დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის უფროსი ლეიტენანტი მაჰმუდოვ რაშად რაშიდი.

განსხვავებულ განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

„3-4 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ დღეს დილიდან პროვოკაციული ოპერაციები განაახლა და სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი კვლავ გახსნა. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი პასუხი გასცეს. არ არის გამორიცხული, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგი განეცადა ”, – დაწერა სამინისტროს პრესპიკერმა შუშან სტეპანიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“

.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...