ივანიშვილის პოლიტიკა საქართველოში და აშშ კანონპროექტი, რომლითაც შესაძლოა, საქართველოს დახმარება შეუმცირდეს. პროექტი დამტკიცებულია

0
411

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი 2021 წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების შესახებ.

ამ კანონპროექტით ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა საერთაშორისო პროგრამები.

სწორედ ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რომ შესაძლოა, აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს.

როგორც დოკუმენტისთვის თანდართული შესწორებით ირკვევა, აშშ-ს “სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით”.

წინა სტატიაზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში “ღია ბიბლიოთეკა” გაიხსნა [Video]
შემდეგი სტატია“არ გადამრიოთ” – გიორგი გახარიას პასუხი კითხვაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირების შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური