ვინ გადაწვა ნაგებობა, რომელიც შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს – მართლა ჯართის შემგროვებელმა თუ მთავრობის ,,მეისრემ”?

0
463

ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა,  დამწვარია, რაც საზოგადებაში საფუძვლიან ეჭვებს აღძრავს, რადგან მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირებულა, მათ შორის ე. წ. ხორავას ქუჩის საქმეშიც.

შსს-ს თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ადგილი სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, ხელოვნურად არის დამწვარი.

შსს-ს განცხადების მიხედვით 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია.

„შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ეს მუხლი გაუფრთხილებლობით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

7 ივლისს შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ ტერიტორიის დაწვის ფაქტზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, ცალკე გამოძიება მიმდინარეობს.

.

წინა სტატიამედიაგარემოს უდიდესი ზიანი ემუქრება – ,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებს
შემდეგი სტატიაშეხვედრები, ტრეინინგები, დისკუსიები-ახალი რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური