მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილს ძალიან ძვირად დაუჯდება, თუ არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს...

ბიძინა ივანიშვილს ძალიან ძვირად დაუჯდება, თუ არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს – ნინო ბურჯანაძე

Published on

,, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, სერიოზული გზავნილია, და თუ  ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს, ეს მას ძალიან ძვირად დაუჯდება. ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს. – განუცხადა ჟურნალისტებს .ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანძემ  

„პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საუბარია არა დახმარების გაზრდასა და წახალისებაზე, არამედ დახმარების შეჩერებაზე, ეს მესიჯი ხელისუფლებისთვის კატასტროფული უნდა იყოს, თუ ოდნავ გონიერების ნატამალი აქვთ. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ამ მესიჯს ძალიან კარგად გააცნობიერებს, რადგან ეს მესიჯი ფულს ეხება და მისთვის ნათელია, რომ თუ საუბარია ქვეყნისთვის დახმარების შემცირებაზე, ასევე, შეიძლება ძალიან მოკლე ხანში სანქციები დააწესოს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ პირველ რიგში, ხელისუფლება გონს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოეგოს. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხელისუფლება ჩემზე, თქვენზე, ქვეყანასა და ხალხზე იფიქრებს და გული აუჩუყდება, მაგრამ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე უნდა მიხვდნენ, რას ნიშნავს აშშ-ს მხრიდან 15%-ით დახმარების შემცირებაზე სიტყვით და მესიჯის გამოგზავნაც კი.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დიახ, ჩვენი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ მათ არაეფექტურობაზე, ფეოდალურ მმართველობაზე, არადემოკარტიულობაზე, არჩევნებისთვის საფრთხის შექმნაზე, კორუფციასა და ასე შემდეგ, ყველა ეს პრეტენზია ხელისუფლების მისამართით აბსოლუტურად სამართლიანია. მაგრამ, თუ ხელისუფლებას შეეძლო, მეტ-ნაკლებად ოპოზიციის და საკუთარი მოსახლეობის იგნორირება, ახლა ძალიან გაუჭირდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მესიჯის უგულვებელყოფა. ეს არის გზავნილი, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს თუ გონს არ მოვა, არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს და არ უზრუნველყოფს ერთპიროვნული მმართველობის ნორმალური, სამართლიანი, მრავალპარტიული მმართველობით შეცვლას“-განაცხადა ბურჯანაძემ.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...