მთავარიUncategorizedნაბიჯი დიქტატურისკენ - ხელისუფლებას თამაშში შემოჰყავს სპეციალური მმართველი, რომელსაც ეკისრება...

ნაბიჯი დიქტატურისკენ – ხელისუფლებას თამაშში შემოჰყავს სპეციალური მმართველი, რომელსაც ეკისრება კონტროლი მედიაზე

Published on

ვინ არის სპეციალურ მმართველი, რომელსაც შეეძლება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სრული კონტროლი და რომელზდაც შეიძლება გადავიდეს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს (მათ შორის, დირექტორი/დირექტორთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა/აქციონერთა კრება) სრული უფლებამოსილება?

თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების სწრაფვას დაიმორჩილოს მედია , ხოლო ურჩები დაძიროს, სპეციალური მმართველი მისი დასაყრდენი იქნება ამ საქმეში, თუ, რა თქმა უნდა, შეძლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღება.

ასეთ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ექნება. სპეციალური მმართველი დანიშნოს, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორ კომპანიაში, ასევე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელში.

საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის, ავტორები არიან მთავრობის ადმინისტრაცია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია,

მასში განსაზღვრულია, რა შემთხვევაში შეუძლია კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა.

პროექტით კანონს შესაძლოა, დაემატოს ახალი, 46-ე პრიმა მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამავე კანონპროექტით, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...