მთავარისიახლეებიმსოფლიოვენაში მოკლეს ბლოგერი მამიხან უმაროვი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა

ვენაში მოკლეს ბლოგერი მამიხან უმაროვი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა

Published on

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩეჩენი კაცი მოკლეს. როგორც გამოცემა კავაზ.რეალიი წყაროზე დაყრდნობით წერს, მოკლული ჩეჩენი ბლოგერი, მამიხან უმაროვია, რომელიც რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს აკრიტიკებდა.

უმაროვი აცხადებდა, რომ ევროპაში პოლიტიკურად დევნილებსა და ჩეჩენ სეპარატისტებზე თავდასხმების უკან რუსული სპეცსამსახურები დგას. მან ავსტრიას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა.

გაზეთი Österreich წერს, რომ მკვლელობა სავაჭრო ცენტრთან ახლოს მოხდა. სავარაუდო მსროლელი ვერცხლისფერი მანქანით გადაადგილდებოდა და იქ ქალაქ ლინცში დააკავეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჩეჩნეთის ან რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ, ქვეყნიდან გაქცეულ პირებს თავს ესხმიან. მიმდინარე წლის 26 თებერვალს შვედეთში ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობა სცადეს. ბლოგერმა თავდამსხმელი მოიგერია და პოლიციას გადასცა.

გარდა ამისა, საქართველოში დააკავეს ინგუში წარმომავლობის პირი, რომელსაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობას ედავებიან. როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

2019 წლის აგვისტოში გერმანიაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი. გერმანიის პროკურატურის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...