მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება ოპოზიციას მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს - უშველის თუ არა ეს ...

ხელისუფლება ოპოზიციას მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს – უშველის თუ არა ეს საარჩევნო უბნებზე მოსალოდნელი ზეწოლის აღმოფხვრას?

Published on

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ იყოს სპეკულაციების საშუალება, მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიები აიღებენ რადიუსის დაცვის ვალდებულებას და საარჩევნო უბნებთან აქტივისტები არ ეყოლებათ.

როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, მემორანდუმის გაფორმება სისულელე და მორიგი არასერიოზული განცხადებაა და ამით „ქართული ოცნების” ლიდერები „დასაცინი ხდებიან.”

„კოდექსში კვლავ დარჩა მოსყიდვის, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობები, „შავი ფული“. რაც შეეხება ე.წ. 25 – მეტრიან რადიუსს, ეს არის ცინიკური ჩანაწერი, სადაც არის ნორმა, რომ 25 – მეტრიან რადიუსში ფიზიკურად არ შეიძლება შეეხოს ვიღაც ამომრჩეველს, მაშინ 80 მეტრის მანძილზე შეუძლია ამომრჩეველი გააჩეროს კრიმინალმა ან კოორდინატორმა? უაზრო ჩანაწერია. მემორანდუმის გაფორმება სისულელე და მორიგი არასერიოზული განცხადებაა. რას უნდა მოვაწეროთ ხელი – 25 მეტრში ამომრჩეველზე ძალადობა არ უნდა მოხდეს და 26 მეტრიდან შეიძლება? ეს ხომ სისულელეა. ასეთი არასერიოზული განცხადებებით რატომ გამოდიან, მიკვირს. კიდევ ერთხელ დასაცინი ხდებიან,”- განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...