მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, გიორგი გაბუნია უსაფრთხოდ ვერ იქნება, ის რაც ავსტრიაში მოხდა, ხვალ შეიძლება...

,, გიორგი გაბუნია უსაფრთხოდ ვერ იქნება, ის რაც ავსტრიაში მოხდა, ხვალ შეიძლება საქარველოში მოხდეს”- ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი

Published on

ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის განცხადებით, მამიხან უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ მასთან და გაბუნიასთანაც მივლენაღნიშნულ საკითხზე, ბლოგერმა “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა ამ შეკვეთილი მკვლელობის უკან რამზან კადროვი დგას და მკვლელები დაწყებული დავალების ბოლომდე მიყვანას აუცილებლად შეეცდებიან.

“მოკლული მამიხან უმაროვი რამზან კადიროვსა და მის გარემოცვას აქტიურად აკრიტიკებდა, ყველასთვის ცნობილია, რომ მისი ლიკვიდაციისთვის ჯილდოც კი იყო დაკავებული. ბლოგერის მკვლელობის უკან, რა თქმა უნდა, კადიროვი დგას და ამის შესახებ ავსტრიის პოლიციაც ინფორმირებულია. მამიხან უმაროვი პირდაპირ კავშირშია იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ე.წ. რუსულ ელიტას აკრიტიკებს. დარწმუნებული ვარ, ეს დამნაშავეები ამ წუთასაც კი მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ მეც და გაბუნიაც გაგვანეიტრალონ”, – აცხადებს ჩეჩენი ბლოგერი.

აბდურახმანოვის განმარტებით, ლიკვიდაციის პირველი გეგმის ჩავარდნა არ ნიშნავს, რომ ისინი დანებდებიან და პირიქით, უფრო გააქტიურდებიან. ამის მაგალითად აბდურახმანოვს ხანგოშვილისა და რუსლან მახაურის მკვლელობა მოჰყავს, როდესაც პირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ, მეორე ან მესამე ცდაზე მკვლელებმა დავალება მაინც შეასრულეს.

“გიორგი გაბუნიამ საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს. საქართველო ანალოგიური შემთხვევების დროს უძლურია, რაც ამ ქვეყენას რუსეთისთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის. საქართველოში გიორგი გაბუნია უსაფრთხოდ ვერ იქნება, ის რაც ავსტრიაში მოხდა, ხვალ შეიძლება საქარველოში მოხდეს”, – ამბობს ტუმსო აბდურახმანოვი.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...