,,ბოკერია უზრდელობს”, ,,ბოკერია შეჟღურტულებულია ქართულ ოცნებასთან ”- რა ფირები აქვს ივანიშვილს მასთან ბოკერიას შეხვედრების შესახებ

0
405

ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ვინც წყალს ასხამს და ვინც ჩუმად ხვდება, რაღაც გარიგებებებში მონაწილეობს. გიგა ბოკერიამ თავის პარტიაში მიიხედ-მოიხედოს და თვითონაც სარკეში ჩაიხედოს. შეჟღურტულებულები არიან ქართულ ოცნებასთან. დრო გამოავლენს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადება არის, მშვენივრად ჭუკჭუკებენ და ეს დადასტურდება კიდეც. 

თავის სამართლებელი არ მაქვს. ბიძინა ივანიშვილი ისეთი კაცი არის, რომ მსგავს შეხვედრებს აუცილებლად ფირზე აღბეჭდავს ხოლმე – ეს ფირები ადრე თუ გვიან გამოვა და ამას ყველაფერს ვიხილავთ. ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ჩაწერს.  – ამბობს ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

შეურაცხყოფა არის, როდესაც ბოკერია ამბობს კლოუნებს – ეს არც შეფასებაა, არც ფაქტის კონტსტატაცია, ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა, ეს არის უზრდელური სიტყვა. იუზრდელა ბოკერიამ გერმანიის ელჩის მიმართაც. პირველად მოხდა ეს მას შემდეგ, რაც კომუნისტები რეიგანზე უზრდელობდნენ. 80-იანი წლებისა და 70-იანი წლების ბოლშევიკებისა და კომუნისტების დონეზეა ჩარჩენილი ბოკერია. 

გოიმს როცა ვეძახით ბოკერიას, ეს შეფასება და ფაქტის კონსტანტაციაა, იმიტომ, რომ გოიმობაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არ იცის, როგორ შეიძლება ილაპარაკოს გერმანიის ელჩზე და არ თქვას, რომ შარშია გერმანიის ელჩი და დაკარგული თარგმანშიამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერზე, გიგა ბოკერიაზე.

წინა სტატია,,გიორგი რურუას საქმის განხილვა სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს,დასრულდება და სასამართლო იმ განაჩენს გამოაცხადებს, რასაც “დაუკვეთავენ” – ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი
შემდეგი სტატიასაია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური