მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბოკერია უზრდელობს'', ,,ბოკერია შეჟღურტულებულია ქართულ ოცნებასთან ''- რა ფირები აქვს ...

,,ბოკერია უზრდელობს”, ,,ბოკერია შეჟღურტულებულია ქართულ ოცნებასთან ”- რა ფირები აქვს ივანიშვილს მასთან ბოკერიას შეხვედრების შესახებ

Published on

ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ვინც წყალს ასხამს და ვინც ჩუმად ხვდება, რაღაც გარიგებებებში მონაწილეობს. გიგა ბოკერიამ თავის პარტიაში მიიხედ-მოიხედოს და თვითონაც სარკეში ჩაიხედოს. შეჟღურტულებულები არიან ქართულ ოცნებასთან. დრო გამოავლენს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადება არის, მშვენივრად ჭუკჭუკებენ და ეს დადასტურდება კიდეც. 

თავის სამართლებელი არ მაქვს. ბიძინა ივანიშვილი ისეთი კაცი არის, რომ მსგავს შეხვედრებს აუცილებლად ფირზე აღბეჭდავს ხოლმე – ეს ფირები ადრე თუ გვიან გამოვა და ამას ყველაფერს ვიხილავთ. ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ჩაწერს. ” – ამბობს ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

შეურაცხყოფა არის, როდესაც ბოკერია ამბობს კლოუნებს – ეს არც შეფასებაა, არც ფაქტის კონტსტატაცია, ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა, ეს არის უზრდელური სიტყვა. იუზრდელა ბოკერიამ გერმანიის ელჩის მიმართაც. პირველად მოხდა ეს მას შემდეგ, რაც კომუნისტები რეიგანზე უზრდელობდნენ. 80-იანი წლებისა და 70-იანი წლების ბოლშევიკებისა და კომუნისტების დონეზეა ჩარჩენილი ბოკერია. 

გოიმს როცა ვეძახით ბოკერიას, ეს შეფასება და ფაქტის კონსტანტაციაა, იმიტომ, რომ გოიმობაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არ იცის, როგორ შეიძლება ილაპარაკოს გერმანიის ელჩზე და არ თქვას, რომ შარშია გერმანიის ელჩი და დაკარგული თარგმანში”ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერზე, გიგა ბოკერიაზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...