მთავარისიახლეებიხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო

ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო

Published on

სანდო წყაროზე დაყრდნობით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორის მადონა მაქაცარიას და სხვა ადგილობრივ საჯარო მოხელეთა ორგანიზებით, დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ რესტორანში – სავარაუდოდ ბიუჯეტის ხარჯებით – 30-მდე ყოფილი ე.წ. ზვიადისტის შეკრება მოხდა. აღსანიშნია, რომ მადონა მაქაცარია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია, გამოგონილი, ყოფილი “მხედრიონის” მხრიდან დაზარალებულთა რეაბილიტაციის საფუძვლით კრიბავს საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებს. მსგავსი პრაქტიკა წინა არჩევნებზეც დაფიქსირდა, როდესაც ხსენებული მიზეზით ხელისუფლება ცდილობდა ამომრჩევლის ორგანიზებას მათი მოსყიდვის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

ტელეკომპანია “ოდიში” აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს და დამატებით ინფორმაციას ამ დღეებში მოგაწვდით

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...