მთავარისიახლეებიპოლიტიკაწინასაარჩევნო ზეწოლა და შანტაჟი სოციალურ აგენტებზე ხელისუფლების მხრიდან გრძელდება - რა ითქვა...

წინასაარჩევნო ზეწოლა და შანტაჟი სოციალურ აგენტებზე ხელისუფლების მხრიდან გრძელდება – რა ითქვა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე

Published on

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სოციალურ აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.მიზერული ანაზღაურებით უკმაყოფილო სოციალური აგენტები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. მოთხოვნის დაკმაყოფლების ნაცვლად კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მუქარა მიიღეს.- ინფორმაციას ამის შესახებ ,,მთავარი არხი” ავრცელებს.


დღეს ზუგდიდში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილეები და ჯანდაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ სოციალურმა აგენტებმა ხელფასის 250 ლარამდე გაზრდის დაპირება მიიღეს, თუმცა ზეწოლა და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან მაინც გრძელდება.

“მთავარი არხის” ინფორმაციით შეხვედრაზე არჩევნებზეც იყო საუბარი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურ აგენტებს დავალეს წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს მაღალი ქულები მიანიჭონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ.
სოციალურ აგენტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებიულ მოლაპარაკებას სამოქალაქო სექტორი ეხმაურება და მოლაპარაკების პროცესში არსებულ ეჭვებზე საუბრობენ.

“ის, რომ ისინი იურისტის და პროფკავშირის გარეშე ხვდებიან ამ ადამიანებს, უკვე აჩენს ეჭვს, რომ იქ გარკვეულწილად არის ზემოქმედების საშუალება დამსაქმებლის მხრიდან”, – ამბობს “სოლიდარობის ქსელის” იურისტი დავით ომსარაშვილი.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...