მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპანტებმა 13 ივნისს ყადორის მთაზე დაკავებული მწყემსი გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა 13 ივნისს ყადორის მთაზე დაკავებული მწყემსი გაათავისუფლეს

Published on

საქართველოში დაბრუნდა რუსი მესაზღვრეების მიერ 13 ივნისს დაკავებული მწყემსი დავით ვარდოშვილი. მის გათავისუფლებას ოჯახი ადასტურებს.

დავით ვარდოშვილის დის, მარიამ ვარდოშვილის ინფორმაციით, მისი ძმა სამშობლოში გვიან ღამით ჩამოიყვანეს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო გახსნილ ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები დავით ვარდოშვილი საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან,ყადორის მთაზე, სადაც საქონელს მწყემსავდა. მისი თანასოფლელების ნაწილი არ გამორიცხავდა, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიაზე თავად გადმოვიდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ფაქტი ოფიციალურად მხოლოდ 22 ივნისს დაადასტურა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მედიით გავრცელდა

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...