მთავარისიახლეებისაზოგადოება"მიმძიმს, თუმცა ესე სჯობდა" - ჟურანლისტმა თეა შონიამ რადიო "ათინათი” დატოვა

“მიმძიმს, თუმცა ესე სჯობდა” – ჟურანლისტმა თეა შონიამ რადიო “ათინათი” დატოვა

Published on

ჟურანლისტმა თეა შონიამ რადიო “ათინათი” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ოდიშინიუსს“ თავად თეა შონიამ დაუდასტურა.

“ჩემი და რადიო “ათინათის” 18 წლიანი ურთიერთობა დასრულდა. მიმძიმს, თუმცა ესე სჯობდა. ამ პერიოდის განმავლობაში გავუძელი ბევრ გამოწვევას და წინააღმდეგობას. მადლობა ყველას, განსაკუთრებით ჩემს ერთგულ მსმენელებს. წინ ახალი გამოწვევების დროა. 18 წელი ვიყავი რადიოწამყვანი, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ არ გავძღოლოდი ეთერს, ანუ მარტივად რომ გითხრათ, ეთერიდან ჩამხსნეს. თუმცა ვიდრე ეს მოხდებოდა იყო სხვადასხვა ტიპის უთანხმოებები,”-განაცხადა თეა შონიამ.

რა ტიპის უთანხმოებებზეა საუბარი, უცნობია, რადგან ჟურნალისტმა „ოიშინიუსთან“ კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავა.

თეა შონია 18 წლის განმავლობაში მუშაობდა რადიო “ათინათში” სხვადასხვა პოზიციაზე, იყო რედაქტორი, გადაცემების წამყვანი, ახალი ამბების წამყვანი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...