ევროპარლამენტარი, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი საკუთარ Twitter-ზე საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა.
“საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუტციო ცვლილებებს, რომელიც პოლიტიკურ სისტემას უფრო პროპორციულს ხდის. გილოცავთ!
შემდეგი ნაბიჯი მართლმსაჯულების პოლიტიზების დასრულება!
საქართველოს შესაძლებლობა აქვს გახდეს ევროინტეგრაციის მოწინავე ქვეყანა!!!” – წერს ის.
აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში Twitter-ზე საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა:
“მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 8 მარტის შეთანხმებით საჭირო კონსტიტუციური ცვლილებები. ეს გაზრდის ქართველების ნდობას თავიანთი მთავრობისადმი და წაახალისებს დემოკრატიულ მონაწილეობას. შეთანხმების სრულ შესრულებას და საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებას ველი”.