მოსახლეობამ ხარაგაულში ბენზინის ვაუჩერები დაწვა

0
422

ხარაგაულის მცხოვრებლებმა სახელმწიფოს მიერ გადაცემული ვაუჩერები დაწვეს – მოსახლეობა აცხადებს, რომ საწვავის ვაუჩერები, რომელიც მათ გადაეცათ უსარგებლოა, რადგან ”სოკარის” ბენზინგასამართი სადგური, რომლიც მათ უნდა მოემსახუროს, დასახლებული პუნტქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებითაა და შესაბამისად დახმარება აზრს კარგავს.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი კონკრეტულ წერტილამდე რომ მივიდნენ და შემდეგ უკან დაბრუნდნენ, იმაზე მეტი თანხა დაეხარჯებათ, ვიდრე ხელისუფლების მიერ გადაცემული ვაუჩერი დაუზოგავთ. 

ხარაგაულის მცხოვრებლებმა ასევე გააპროტესტეს ხარაგაულის მერის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლება მათ რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ყანის გათიბვას სთხოვს. რამდენიმე ოჯახმა ეკალ-ბარდებისგან სავსე ტერიტორია მთლიანად გაასუფთავა და მასზე ყანა დათესა, თუმცა ამის შესახებ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ გაიგო და მათ წერილი გამოუგზავნა, სადაც ეწერა, რომ აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა და მათ პერიმეტრი ყანისგან უნდა გაათავისუფლონ. 

ხარაგაულის გარდა, საწვავის ვაუჩერებთან დაკავშირებული პრობლემები მოსახლეობას სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეექმნა.

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაქვეყნის ეკონომიკა 14%-ით შემცირდა – საქსტატი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური