მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯოზეფ ბორელმა საქართველოს მიღებული საარჩევნო სისტემის ცვლილება მიულოცა

ჯოზეფ ბორელმა საქართველოს მიღებული საარჩევნო სისტემის ცვლილება მიულოცა

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი Twitter-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. მან საქართველოს მიღებული საარჩევნო სისტემის ცვლილება მიულოცა.

“საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის მნიშვნელოვანი მომენტი ქვეყანაში უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებისთვის, მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. გილოცავთ ყველას! ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას არჩევნების შემდგომ სამზადისში”, – წერს ბორელი.

გუშინ , 29 ივნისს, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა. კენჭისყრას ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დასწრებიან. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რაც 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...