მთავარისიახლეებიპოლიტიკაარაა ეს სახელმწიფო, ამისთვის არ ქირაობს ხალხი მთავრობას! - ელენე ხოშტარია პასუხობს...

არაა ეს სახელმწიფო, ამისთვის არ ქირაობს ხალხი მთავრობას! – ელენე ხოშტარია პასუხობს მამუკა მდინარაძის განცხადებას გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ

Published on

ქუჩაში ჩხუბი, ახალგაზრდებს შორის რაღაცა შეხლა-შემოხლა ყოველთვის იქნება. პრობლემა იქნება, დანაშაულიც იქნება. კაცობრიობის პრობლემაა დანაშაული, ზოგადად და ჩვენ ახლა ვსვამთ შეკითხვებს, რომ კაცობრიობის პრობლემებთან დაკავშირებით, ზოგადსაკაცობრიო პრობლემებთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად, რატომ ვერ ხდება რაღაცების მოგვარება. ხდება. ჩვენ გვახსოვს, რომ ათი წლის წინ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს არის. ოცი წლის წინ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე ათი წლის წინ და ასე, დინამიკაში ჩვენ ვვითარდებით. – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ლაპარაკისას

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის ამ განცხადებას:

,,მდინარაძის განცხადება, რომ თურმე მკვლელობები ხდება, წარმოუდგენელ უგულობასთან ერთად, სისტემური პრობლემის ნათელი მაგალითია. ჯერ ბიძინა იძახდა კრიმინალი ყველგან ხდებაო. ანუ მმართველი გუნდი კრიმინალს ეუბნება, ნორმაა, რასაც შვებიო. ესაა კრიმინალის აღქმა. კრიმინალი რომ ხდება, ყველამ ვიცით, მაგრამ მთავრობისგან მისი აღკვეთა გვინდა და არა მასთან შეგუება. მაგისთვის გიქირავეთ.

ხორავას გამოძიებაზე რაც მოხდა, ეგეც მეორე კრიმინალის წამახალისებელი ქმედება სახელმწიფოსგან. მდინარაძე პირადად და ეს გუნდი მთელი ძალით “მასტავდენ” სისტემას მიჩქმალვაში. ესეც სახელმწიფოს პოზიცია, დალაგება იზ ველქომ.

16 წლის ბიჭზე პოლიციამ იძალადა, მერე თქვა, არაფერია გამოსაძიებელიო და უბნის კრიმინალები მიუგზავნა დალაგდიო. ესეც ალიანსი პოლიციად წოდებულ კრიმინალებსა და ქუჩას შორის. აღარაფერს ვამბობ არჩევნებზე და ვასაძის აქციებზე მათ გამოყენებაზე.

ზედ ალუბალი, სუსი “საბოტაჟს” იძიებს. არაა ეს სახელმწიფო, ამისთვის არ ქირაობს ხალხი მთავრობას! და ძალიან მზარდად საშიშია ეს ყველაფერი

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...