მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ აგებს პასუხს 26 ივნისს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის დარბევაზე?

ვინ აგებს პასუხს 26 ივნისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისის დარბევაზე?

Published on

26 ივნისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისის დარბევაზე პარტიის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა ბადრი ბასიშვილმა პასუხისმგებლობა შიდა ქართლის გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილსა და მის ძმას დააკისრა. გუბერნატორის ძმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილია.

“დღეიდან რაც კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მისამართით იქნება განხორციელებული ამგვარი ინციდენტები, პასუხისმგებლობას ვაკისრებ ძმებ ხოჯევანიშვილებს, ვინაიდან მათი და სუს-ის გარეშე, ასეთი დაგეგმილი ინციდენტები არ ხდება. სწორედ მათი დავალებით შესაძლებელია მომხდარიყო გუშინდელი ფაქტი”, – განაცხადა ბადრი ბასიშვილმა, რომლის თქმითაც, დაკავებული თავდამსხმელი დავით შოთაშვილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.

ბასიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გიორგი ხოჯევანიშვილის პოზიცია გაავრცელა. ადმინისტრაციის განცხადებით, გუბერნატორი “აბსურდის თეატრსა” და მსგავს “არასერიოზულ ცილისწამებაზე” კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

26 ივნისს “ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლებმა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) 1969 წელს დაბადებული დავით შოთაშვილი დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა - აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში პორტირებული 20...

აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა....

უკრაინა მზად არის, იმუშაოს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის იმუშაოს ომის დასრულებაზე ამერიკის მიერ...

დაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის – ადვოკატი

აქციაზე დაკავებული ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე მისმა ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების...