მთავარისიახლეებიმსოფლიოინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა

Published on

ინდოეთში, ბიჰარის შტატში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შტატის კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ცნობით, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა გოპალგანჯის რაიონში დაფიქსირდა. დეპარტამენტის განცხადებით, თითოუელი დაღუპულის ოჯახი კომპენსაციის სახით 5 300 აშშ დოლარს მიიღებს.

მედიის ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნას 24 ადამიანი ემსხვერპლა უტარ-პრადეშის შტატშიც.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მომხდარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და დაღუპულთა ოაჯხებს მიუსამძიმრა.

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ყოველი წლის მაისსა და ივნისში ასობით ადამიანი იღუპება. ინდოეთის დანაშაულთა აღრიცხვის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2017 წელს ასეთი ფატალური შემთხვევების რაოდენობა 2 885, 2018 წელს კი – 2 357 იყო.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...