მთავარისიახლეებისამართალირატომ არ უნდა ,,ქართულ ოცნებას'' გიორგი რურუას გათავისუფლება და რისთვის სჭირდება ლავასოღლი...

რატომ არ უნდა ,,ქართულ ოცნებას” გიორგი რურუას გათავისუფლება და რისთვის სჭირდება ლავასოღლი ციხეში აქ?

Published on

,,ოცნებას” რურუას გათავისუფლება სწორედ იმ მიზეზით არ უნდა, რომ მას ქუჩაში, კანონიერი ქურდების შეფერხება შეუძლია – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა ვგვარამიამ გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.
გვარამიას თქმით, “ოცნება” ლავას ოღლის საქართველოში ექსტრადირებას უწყობს ხელს, რათა 2020-ის საპრლამენტო არჩევნები “კანონიერი ქურდების” დახმარებით ჩაატაროს.

“ლავას ოღლის და მისი მიდგომების, მისი ხელის ბიჭი მოჭიდავეების, ე.წ. ქუჩის ბიჭების, ქუჩის მაკონტროლებელი მიქაძეების ვერაზე, ასეთი მსგავსი ტიპების მოთხოვნაა, რომ რურუა არ უნდა იყოს გარეთ. იმიტომ რომ მას შეუძლია შეაფერხოს ასეთი ადამიანების მოქმედება ქუჩაში. ეს არის ზუსტი ინფორმაცია. ახლა იხილება მისი ექსტრადაციის საკითხი და ეს მოხდება.

ეს კაცი სჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი მართავდა გარედან საარჩევნო პროცესებს საქართველოში. ეს კაცი სჭირდებათ იმიტომ, რომ არჩევნები იქნება უმძიმესი. ლავას ოღლი სჭირდებათ ციხეში აქ, საარჩევნო პროცესების სამართავად. ქურდული სამართალი არის სატელეფონო”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...