მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ის პრეზიდენმტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენმტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა შეაჩერა

Published on

აშშ-ის პრეზიდენმტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემის 2020 წლის ბოლომდე შეჩერებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კერძოდ, წლის ბოლომდე შეწყდება H1-B, H-2B, J-1 და L კატეგორიის თითქმის ყველა ვიზის გაცემა, რაც საბოლოო ჯამში, დაახლოებით 525 000 ადამიანს შეეხება.

თეთრი სახლის განმარტებით, ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება ახალი ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ პირებს, სეზონურ სამსახურებში (თუმცა არა სოფლის მეურნეობაში) დასაქმებულებს, au pair-ის პროგრამაში მონაწილე პირებს, საერთაშორისო კორპორაციების მენეჯერებსა და სხვა წამყვან თანამშრომლებს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები, რომელიც ძალაში 24 ივნისიდან შედის, არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ში და სამუშაო ვიზა აქვთ.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...