მთავარისიახლეებიმსოფლიოშეტაკებები ჩეჩნურ და აფრიკულ დიასპორებს შორის საფრანგეთის ქალაქ დიჟონში

შეტაკებები ჩეჩნურ და აფრიკულ დიასპორებს შორის საფრანგეთის ქალაქ დიჟონში

Published on

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, სადაც 12 ივნისიდან გრძელდება დაპირისპირება და არეულობა, ვითარების განმუხტვის მიზნით ჩავიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ქრისტოფ კასტანერი.

ჩეჩნურ და დასავლეთ აფრიკულ დიასპორებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა 10 ივნისს მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, პოლიციის ცნობით, დასავლეთ აფრიკელმა მიგრანტებმა ერთ-ერთ ჩილიმ-ბარში 16 წლის ჩეჩნური წარმომავლობის ყმაწვილი სცემეს.

თანამემამულის გალახვის გამო, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა რამდენიმე რეიდი განახორციელეს უპირატესად არაბებით დასახლებულ გრეზილის რაიონში.

მომდევნო დღეებში დიჟონში თავი მოიყარა ათობით ჩეჩენმა საფრანგეთიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი შეიარაღებულები იყვნენ ბიტებით, დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღით.

12 ივნისიდან კონფლიქტი მასობრივ არეულობაში და შეტაკებაში გადაიზარდა.

მასობრივი არეულობებისას, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიც იყო გამოყენებული, სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი პირები დიჟონის ქუჩებში ბარიკადებს აგებდნენ და ავტომანქანებს და ნაგვის ურნებს წვავდნენ. პოლიციამ სულ მცირე 4 პირი დააკავა.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...