მთავარისიახლეებისამართალიგიორგი რურუა: ,,ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა''

გიორგი რურუა: ,,ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა”

Published on

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და სიმართლის დადგენას არ ემსახურება. ამის შესახებ „მთავარი“ არხის ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ის მზადაა ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.

„მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლებაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამავე მეთოდებით ებრძვის. მინდა შეგახსენოთ, რომ იგივე ბრალდებებით გამოირჩეოდა ხელისუფლება, ტროლების ქარხანა თუ მედია 2012-ში, 2016-ში და 2020 წელსაც,რაც არჩევნებს წინ უსწრებს ხოლმე. ამით ხელისუფლება ჩვენში დაბნეულობის შემოტანას ცდილობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და სიმართლის დადგენას არ ემსახურება. მე მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე“, – განაცხადა გიორგი რურუამ დღევანდელ პროცესზე.

პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სამოქალაქო მოძრაობები “შეცვალე”,”სირცხვილია” და “გხედავ” “მთავარი არხის” ბრალდებული მეწილის გიორგი რურუას მხადასაჭერ აქციას მართავენ. აქტივისტები აქციაზე მისული არიან სხვადასხვა შინაარსის მქონე პლაკატებებით – ” შეასრულეთ შეთანხმება”, “თავისუფლება გიორგი რურუას” ,”ველოდებით გიორგი რურუას გათავისუფლებას”.

“სირცხვილიას” წევრის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ბრძოლის შედეგად მიაღწევენ იმას, რომ “სამარცხვინო ლაქა,რასაც პოლიტიკური პატიმარი ჰქვია, ქვეყანას ჩამოშორდება”.

“შარშან, 20 ივნისს დაყენებული სამი მოთხოვნიდან ისევ ჰაერშია ერთ-ერთი მოთხოვნა და ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ერთი წლის განმავლობაში პოლიტპატიმრების თემის არდახურვამ “ქართულ ოცნებას” მოუტანა ის, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმარი არსებობს”, – განაცხადა მაქარაშვილმა.

სიახლეები

NBC News: ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთ-უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან...

ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც კანონით არის გათვალისწინებული,...

აქტივისტმა სისხლის სამართლის კოდექსი დაწვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ბაჩო კუციას პროცესი მიმდინარეობს. მას სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას...

აშშ-ში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე - გოდერძი გუჯაბიძე...