მთავარისიახლეებისამართალიაჭარაში დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით მიწის მართვის სამსახურის უფროსი...

აჭარაში დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით მიწის მართვის სამსახურის უფროსი დააკავეს

Published on

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი მერაბ კახიძე დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. -ინფორმაციას ამის შესახებ ით, სუს-ი ავრცელებს

მიწის მართვის სამსახურის უფროსთან ერთად, დაკავებულია კიდევ ორი პირი. მათ შორის ერთი ექსპერტია, რომელიც ყალბი დასკვნის გაცემის ბრალდებითაა დაკავებული.

გამოძიების ცნობით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსმა, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრია, მოქალაქეს ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში, მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობების საკუთრების უფლებით აღიარების სანაცვლოდ, ერთი პირის დახმარებით ქრთამის სახით 4 000 აშშ დოლარი გამოართვა.

ექსპერტმა კი, 1 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 2002-2006 წლებში აშენების თაობაზე, ყალბი ექსპერტიზის დასკვნა დაამზადა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის აღებაში დახმარებისა და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემაზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მერაბ კახიძე 2014 წლიდან დაკავებამდე ხელვაჩაურში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრად მუშაობდა.

სიახლეები

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...

არასაპატიმრო გირაო 2.000 ლარი – მეგი დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან,...

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს. ამ...