თურქეთის აღმოსავლეთით 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბინგოლის პროვინციაში, კარლიოვას რაიონში იყო.
მიწისძვრა 10 წამამდე გაგრძელდა, სიღრმე კი 5 კილომეტრი იყო. ჩამოინგრა ობსერვატორიის შენობა, რის შედეგადაც დაცვის 3-მა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო.