მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხელისუფლება თვალს ხუჭავს, ოკუპანტებმა კი მცხეთა-მთიანეთში კიდევ 42 ჰექტარის მოცულობის...

ხელისუფლება თვალს ხუჭავს, ოკუპანტებმა კი მცხეთა-მთიანეთში კიდევ 42 ჰექტარის მოცულობის ტერიტორია მიიტაცეს

Published on

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ მცხეთა-მთიანეთში, ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარედ რუსებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს და მიიტაცეს დაახლოებით 42 ჰექტარის მოცულობის ტერიტორია. მისი თქმით, ეს ახალი ფაქტი არ არის, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობისთვის ახლა გახდა ცნობილი. მისი ინფორმაციით, საზღვრის გადმოწევა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მოხდა, თუმცა ხელისუფლებას მასზე ხმა არ ამოუღია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის თქმით,

როგორც დავით ქაცარავა ამბობს, მონასტრის წინამძღვარმა მას დაუდასტურა, რომ საოკუპაციო ხაზმა თითქმის მონასტრის კედლებამდე ამოიწია, თუმცა დაჟინებით სთხოვა, რუსების გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიის ადგილმდებარეობა არ გაასაჯაროოს. ამიტომ თხოვნას ითვალისწინებს და მონასტერს საჯაროდ არ ასახელებს, თუმცა გეგმავს მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენოს დიპლომატიური კორპუსი:

“შევატყობინებთ იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ვიცით, რომ დიპლომატიური კორპუსი, სამწუხაროდ, ინფორმაციულ ვაკუუმშია მეტწილად და ბორდერიზაციასთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია აქვთ. მით უმეტეს, ამ კონკრეტულ ადგილზე, ვინაიდან ეს არ არის გუშინ წართმეული ტერიტორია“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფაქტის ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ შემთხვევა ძველია. ამასთან საუბარია არა მონასტრის ტერიტორიაზე, არამედ მისი მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე:

„ჩართულია სადამკვირვებლო მისია და წლებია მიმდინარეობს საკმაოდ პროდუქტიული მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბერებს ხელი არ შეეშალოთ“, – განმარტავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...