მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთი აფხაზებს ხელებს უგრეხს? რატომ გაემგზავრა ,,პრეზიდენტი'' ბჟანია სასწრაფოდ და მალულად მოსკოვში?

რუსეთი აფხაზებს ხელებს უგრეხს? რატომ გაემგზავრა ,,პრეზიდენტი” ბჟანია სასწრაფოდ და მალულად მოსკოვში?

Published on

“აფხაზეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რის შესახებაც ადგილობრივი მედია უკვე ღიად წერს. ინფორმაციას დე ფაქტო პრემიერი ანქვაბიც ადასტურებს და ამბობს, რომ შესაძლოა ე.წ. საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ივნისსა და ივლისში ხელფასები ვეღარ გადაუხადონ. თბილისში კი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ და ამბობენ, რომ რუსეთმა რიგი მიზეზების გამო აფხაზეთს დაფინანსება შეუმცირა და ე.წ. ახალი ხელისუფლების მიმართ გარკვეული მოთხოვნები აქვს. ამის საფუძვლიან ეჭვს კი ე.წ. პრეზიდენტის ბჟანიას რუსეთში მოულოდნელი ვიზიტი აჩენს. ჯერჯერობით უცნობია რატომ გაემგზავრა ის მოსკოვში და ვისთან, რა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა შეხვედრები. “რეზონანსთან” კი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი აფხაზეთთან სამ საკითხთან დაკავშირებით ვაჭრობს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უმძიმესი კრიზისი აფხაზეთში – “მთავრობამ” გამოაცხადა, რომ ივნის-ივლისში ხალხს ხელფასებს ვეღარ დაურიგებს.

“ხსენებული განცხადება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა ხუთშაბათს “მოსახლეობის კორონავირუსისაგან დაცვის საკოორდინაციო შტაბის” სხდომაზე განაცხადა. “უკვე არსებულ შეზღუდვებს დაემატა ფინანსური პრობლემები. მართალია, 5 თვეში საგადასახადო შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 98%-ით შერულდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ივნისშიც ასე იქნება. ივნისში ყველაფერი გაცილებით უარესად იქნება. არ გაშინებთ, რეალობა ასეთია, რომ აკრძალვებმა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ სერიოზული ზარალი მიაყენა ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყნის ბიუჯეტს”, – განაცხადა ანქვაბმა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ზოგადად, ეკონომიკური პრობლემები თავად რუსეთსაც აქვს და რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა შესუსტდა ყირიმთან და დონბასთან მიმართებაშიც. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ ფონზე გამორიცხული არ არის, რომ რუსებმა დაფინანსება აფხაზეთსაც შეუმცირეს. მისივე ცნობით, რამდენიმე დღის წინ ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში მოულოდნელად და ჩუმად გაემგზავრა, რაც ბევრი მითქმა-მოთქმის საფუძველს იძლევა”, – აღნიშნავს გამოცემა.

“აფხაზეთში დღემდე ე.წ. მთავრობა დაკომპექტებული არ არის და “მინისტრების” უმრავლესობა დანიშნული არაა. ეს დუმილი და სიჩუმე, როგორც ჩანს, რაღაცაზე მეტყველებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, რუსეთთან ე.წ. ახალი პრეზიდენტი გარკვეულ დეტალებზე და საკითხებზე ჯერ ვერ შეთანხმდა. რუსეთი, როგორც ჩანს, მათგან მეტ ლოიალობას და ნაბიჯების გადადგმას ელოდება. რაღაცა პირობის შესრულებას, რომელსაც ჯერ ვერ ხვდებიან რა შეიძლება იყოს. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობის მოპოვების საკითხზეა საუბარი. რუსეთი აფხაზებს ამაზე ყოველთვის ხელებს უგრეხდა. არ არის გამორიცხული, რომ ბჟანია წინააღმდეგობას უწევდეთ. თუმცა, აქ საქმე შესაძლოა კიდევ უფრო რთულად იყოს და ჩვენი ინტერესებიც დაზიანდეს. რუსეთი მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო ახალი ხელისუფლებისგან მეტ დათმობას ელოდება. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა აფხაზეთში ფინანსური კრიზისი ხელოვნურად შექმნას და იძულებული გახადოს ბჟანია, რომ ამ დათმობებზე წავიდეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მისივე თქმით, აფხაზეთში ახლა ყველა რაღაცის მოლოდინშია. ბჟანიასაც უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყიდვაზე არსებული შეზღუდვის შესახებ არასდროს ღია განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა კულუარებში არის საუბარი, რომ ის ამ თემებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც აფხაზურ საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ ამ კრიზისის და სტაგნაციის მიზეზი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთის გარკვეული სურვილების არშესრულებაა. კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ფინანსებთან დაკავშირებული თავშეკავება რამდენიმე მიზეზით შესაძლოა იყოს განპირობებული. მისი თქმით, პირველ რიგში კორნავირუსთან დაკავშირებით, რუსეთს თავადაც საკმაოდ მძიმე სიტუაცია აქვს და გარკვეული თანხების გამოყოფა აფხაზეთისთვის საკმაოდ ფერხდება. თუმცა, რუსეთში ბჟანიას მიმართ გარკვეული უნდობლობა არსებობს და მისი ბოლო დროინდელი განცხადებებიც საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთს ეჭვიანობის საფუძველს აძლევს, ამიტომაც მას რამდენიმე საკითხზე დათმობას სთხოვენ”, – დასძენს გამოცემა.

“რუსეთისთვის ახლა სამი ძირითადი საკითხია მნიშვნელოვანი, რომელზეც ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან დათმობა უნდა. პირველი, ეს არის რუსებისთვის აფხაზური “პასპორტების” ადვილად მიღება, რათა მათ საკუთრების უფლება მიეცეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ბჟანია ამ დათმობაზე წავიდა, აფხაზეთის ყიდვა რუსებისთვის რამდენიმე საათის საკითხია. ყველა დე ფაქტო ხელისუფლება ამ ქონების საკითხს, რბილად რომ ვთქვათ, ზედ აჯდა, თუმცა მგონია, რომ ამ წნეხს, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის ფინანსური დახმარების შეწყვეტის სახით დიდხანს ვერ გაუძლებენ. მეორე საკითხი კი შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებას ეხება. ესეც საკმაოდ პრობლემური თემაა კრემლისთვის და ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. მესამე საკითხი, რაზეც სავარუდოდ, აფხაზეღთის დე ფაქტო ხელისუფლების დათანხმება უნდათ, უსაფრთხოების თემაა. რუსები აფხაზეთში რუსი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ. ეს საკითხებია, რომელზეც ბჟანიას დიდი ალბათობით რუსები ულტიმატუმს უყენებენ. სამწუხაროდ, არ ველი, რომ ის ამას გაუძლებს. ჩვენც არანაირად არ ვერევით და მარტო დარჩენილ აფხაზებს დიდი წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ აქვთ. საბოლოო ჯამში კრემლი იმას მიიღებს, რაც სურს. ეს კი ჩვენთვის უმძიმესი შედეგი იქნება”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...