მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი: ,,სიეტლი შინაურმა ტერორისტებმა აიღეს. დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი უკან და თუ...

დონალდ ტრამპი: ,,სიეტლი შინაურმა ტერორისტებმა აიღეს. დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი უკან და თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, მე ვიმოქმედებ! ეს თამაში არ არის!”

Published on

სიეტლი შინაურმა ტერორისტებმა აიღეს, რომლებსაც რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართავენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრეზიდენტი ტრამპი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, სიეტლში დემონსტრანტების მიმართ საჭირო ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ და ქალაქი დაიბრუნონ.

„რადიკალ მემარცხენე გუბერნატორსა და სიეტლის მერს იმ დონეზე იგდებენ მასხრად და ათამაშებენ, რისი მსგავსიც ჯერ ჩვენს დიდებულ ქვეყანას არ უნახავს. დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი უკან და თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, მე ვიმოქმედებ. ეს თამაში არ არის. ამ მახინჯ ანარქისტებს დაუყოვნებლივ ქედი უნდა მოვახრევინოთ. სწრაფად იმოქმედეთ!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისათვის, ანტირასისტული საპროტეტო აქციის მონაწილეები სიეტლის მერიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მერის გადადგომა მოითხოვეს.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...