მთავარისიახლეებიპოლიტიკაწითელი ნაჭერი, რომელსაც ივანიშვილი ააფრიალებს - კობახიძე თუ გახარია?

წითელი ნაჭერი, რომელსაც ივანიშვილი ააფრიალებს – კობახიძე თუ გახარია?

Published on

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აბობს, რომ ხელისუფლება არ იშლის დანაღმულ მინდორზე სიარულს.

კობახიძე სიის სათავეში? – ეს ისეა ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ,- ასე უპასუხა მან შეკითხვას, რამდენად შეიძლება ვიხილოთ “ქართული ოცნების” სიის სათავეში ირაკლი კობახიძე

. თუ ამ მოდელით მიდის “ქართული ოცნება”, რომ კობახიძის გარდა არავინ დარჩება, რომ სიის სათავეში ჰყავდეს, ეს ნიშნავს სრულ კაპიტულაციას არჩევნებში,”- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, „ოცნების“ სიის სათავეში ლოგიკურად, არც გიორგი გახარიას უნდა ველოდოთ.

. იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში, რთული სათქმელია, თუ ლოგიკას მივყვებით – ნ 20 ივნისის პოლიტიკური სიმძიმე ისეთია, რომ როგორც წესი, არ შეიძლება იყოს მმართველი პარტიის სათავეში პრემიერი, რომელიც იყო შს მინისტრი და მოხდა 20 ივნისი. მე მგონია, რომ ეს ისეთი პოლიტიკური ტვირთია, რომელიც როგორც წესი, ამ შესაძლებლობას გამორიცხავს,”- განაცხადა ბესელიამ.

“სრულიად უცხო ადამიანების შემოსვლა პარლამენტში, რომლებიც პარლამენტში ეცნობიან ერთმანეთს, ეს არ არის ნორმალური ვითარება, როგორც წესი, პარტიული ლოგიკა ნიშნავს იმას, რომ პარტიიდან უნდა ხდებოდეს ადამიანების წინ წამოწევა, გარკვეულწილად მოტივაციაა ეს მათთვის და სხვებისთვისაც, რომ საპარლამენტო მუშაობისთვის მოამზადო. ამიტომ იყო 2016 წლის პარლამენტი მუდმივად ნაღმზე მოსიარულეა და სულ ფეთქდებოდა ეს ნაღმები, რადგან არ იყო ხედვა, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სია, ეს იყო დამყარებული იმაზე, ვის მეტი გავლენა ჰქონდა, რომ შემოეყვანა თავიანთი ახლობლები, მეგობრები, კურსელები და ა.შ. ამ კურსელებმა და მეგობრებმა ჩამოაყალიბეს გარკვეული დაჯგუფება, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელი იყო პარლამენტისთვის. ამ ლოგიკას თუ გაყვება “ქართული ოცნება”, მივიღებთ იგივე სურათს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი, წარმომადგენლობითი და კოალიციური იქნება – ამბობს ეკა ბესელია

სიახლეები

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...