მთავარისიახლეებიეკონომიკა,,ჭინჭებში'' ფასები გაძვირდა

,,ჭინჭებში” ფასები გაძვირდა

Published on

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ყველა ტიპის მაღაზია და ბაზრობა გაიხსნა, შესაბამისად, მუშაობა განაახლა ყველა იმ სავაჭრო წერტილმა, სადაც მეორადი ტანსაცმელი იყიდება, მაგრამ ფასები კორონამდელ დონესთან შედარებით ძალაინ არის გაზრდილი-საშუალოდ 2-დან 10 ლარამდე. ამასთან დაკავშირებით ..ბიზნესპრესნიუსი” საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც მოვაჭრეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, გაუფასურებული ლარის გამო, გაუძვირდათ პროდუქციის ასაღები ფასი და იძულებულები გახდნენ, გაეზარდათ ტანსაცმლის საცალო ღირებულებაც.

მეორად ბაზრობაზე ტანსაცმლის ფასები ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაშია ესა თუ ის სამოსი, რა ბრენდია და რომელი ქვეყნიდან შემოდის.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ყველაზე ძვირი ამერიკა-ბრიტანეთიდან იმპორტირებული პროდუქტი ღირს, შემდეგია გერმანია, ევროპის სხვა ქვეყნები და თურქეთი. საქართველოში კი, ბოლო, 2020 წლის 4 თვის მონაცემებით იმპორტირებული მეორადი ტანსაცმლის 29% თურქეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან იანვარ-აპრილში 563,4 ტონა ტანსაცმელი შემოვიდა, მთლიანად, ყველა ქვეყნიდან კი 1 944 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, წელს 4 თვეში ქვეყანამ 5,557 მლნ დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი იყიდა, შარშან კი 6,529 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება მთლიანად 2019 წელს, შარშან 7 794 ტონა ტანსაცმლის იმპორტზე საქართველოდან 23,348 მლნ დოლარი გავიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყნები კი იყვნენ:

თურქეთი – 6,403 მლნ დოლარი – 2 656; ტონა გერმანია – 4,054 მლნ დოლარი – 742,5 ტონა; ბელგია – 2, 636 მლნ დოლარი – 1 079 ტონა; აშშ – 2,136 მლნ დოლარი – 266,7 ტონა; გაერთიანებული სამეფო – 1 951 დოლარი – 745,4 ტონა

სიახლეები

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა...

მიზანმიმართული პროვოკაცია ხელოვნურად დაძაბულობის შემოსატანად-კალაძე აქციის მონაწილეებზე

ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ,...

ევროკომისია-რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერება

ევროკომისია ამ ეტაპზე სწავლობს "ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილ პასუხს, რომელიც ევროკავშირის წერილს უკავშირდება. როგორც...

პოლიციის პასიურობისა და სიმცირის ფონზე, “ტიტუშკები” კალაძის შტაბთან მისულ დემონსტრანტებს გაუსწორდნენ

მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა იკრიბებიან და...