მთავარისიახლეებიპოლიტიკაექიმების გაწვევა ივანიშვილის ლაშქარში - ლევან რატიანი, ნაბიჯით იარ!

ექიმების გაწვევა ივანიშვილის ლაშქარში – ლევან რატიანი, ნაბიჯით იარ!

Published on

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება, თუმცა ცნობილი რეანიმატოლოგი ამას თავად არ ადასტურებსინფრმაციას ამის შესახებ .„პრაიმტაიმი“აქვეყნებს.

თუმცა კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნოდ პარტიის სახე ლევან რატიანი აღნიშნავს: „ექიმი ვარ და აპოლიტიკური ვარ!“

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეს ლევან რატიანისთვის პირველი პოლიტიკური შეთავაზება არ არის.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დავით სერგეენკომ დატოვა, მის ადგილმონაცვლედ აქტიურად განიხილებოდა ეკატერინე ტიკარაძისა და ლევან რატიანის კანდიდატურა.

მაშინ, საბოლოო გადაწყვეტილება ეკატერინე ტიკარაძეზე სანდოობის ნიშნით შეჯერდა.

ინფორმაციის დადასტურების მიზნით, კითხვაზე განიხლიებოდა თუ არა ლევან რატიანის კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, მას შემდეგ რაც დავით სერგეენკო გათავისუფლდა, რატიანმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

სიახლეები

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...

დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო...

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა...

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. განცხადების თანახმად,...