მთავარისიახლეებიმსოფლიო,,კოლინ პაუელი ჯიუტი ადამიანია და კიდევ ერთ ჯიუტს, „მძინარე ჯო“...

,,კოლინ პაუელი ჯიუტი ადამიანია და კიდევ ერთ ჯიუტს, „მძინარე ჯო“ ბაიდენს უჭერს მხარს” – დონალდ ტრამპი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილ სახელმწიფო მდივანას კოლინ პაუელს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის ჯიუტი ადამიანია. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

„კოლინ პაუელი ის ჯიუტი ადამიანია, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ახლო აღმოსავლეთის დამანგრეველ ომში ქვეყნის ჩათრევაში. მან დღეს განაცხადა, რომ კიდევ ერთ ჯიუტს, „მძინარე ჯო“ ბაიდენს უჭერს მხარს. ეს ის კოლინ პაუელი არ არის, რომელიც აცხადებდა, რომ ერაყში „მასობრივი განადგურების იარაღი“ იყო? ასე არ მოხდა, მაგრამ ჩვენ ჩავერთეთ ომში“ , – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილმა უფროსმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არაეფექტური პრეზიდენტია. მისივე თქმით, ტრამპი გამუდმებით იტყუება და ამის გამო, მისი აზრით, ის ხელმეორედ არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად. პაუელის მოსაზრებით, პრეზიდენტმა აშშ-ის კონსტიტუციას გადაუხვია.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...