მთავარისიახლეებიმსოფლიოჯო ბაიდენი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია

ჯო ბაიდენი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია

Published on

ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე ის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება, პანდემიის, ეკონომიკის მწვავე კრიზისის და სამოქალაქო მღელვარების ფონზე.

“პატივი იყო მონაწილეობა მიმეღო შეჯიბრში კანდიდატთა ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ჯგუფთან, რომელიც კი დემოკრატიულ პარტიას წამოუყენებია”, – ამბობს ბაიდენი 5 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: “და სიამაყით ვაცხადებ, რომ ამ საყოველთაო არჩევნებში მტკიცე პარტიული ერთიანობით გავდივართ”.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ბაიდენი, თავისი პარტიის ლიდერი გახდა მას შემდეგ, რაც აპრილში კამპანია დაასრულა ბერნი სანდერსმა, მისმა ბოლო თანაპარტიელმა მეტოქემ. თუმცა კანდიდატად ქცევისთვის აუცილებელი 1991 დელეგატის ხმა ბაიდენმა 5 ივნისს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც 2 ივნისს საპრეზიდენტო პრაიმერისი შვიდ შტატსა და კოლუმბიის ოლქში ჩატარდა. ბაიდენს ახლა 1995 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, თუმცა პრაიმერისები კიდევ რვა შტატში და აშშ-ის სამ ტერიტორიაზე გაიმართება.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...