მთავარისიახლეებიკონფლიქტებიასლან ბჟანია: ,,აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის პროდუქცია გადის. რატომ არ უნდა შედიოდეს...

ასლან ბჟანია: ,,აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის პროდუქცია გადის. რატომ არ უნდა შედიოდეს ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტში?”

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, “რამე უნდა მოუხერხონ” იმ ფაქტს, რომ პროდუქციის დიდი ნაწილი ე.წ რესპუბლიკაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედის, რაც მათი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბჟანიას თქმით, გასაკონტროლებელია ისიც, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან “საქართველოში მილიარდობით რუბლის პროდუქცია გადის”.

“საბაჟო კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, თხილის მარაგი წელიწადში 11-12 ათას ტონაა და აქედან მაქსიმუმ 10% მიდის რუსეთში, დანარჩენი საქართველოში.

ეს ფული დიდწილად გროვდება იმ ადამიანების ჯიბეებში, რომლებიც ძირითადად კონტრაბანდით არიან დაკავებულები. რატომ უნდა ვაქციოთ ეს ადამიანები კონტრაბანდისტებად. რატომ არ უნდა შედიოდეს ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტში. ვის რას ვუმტკიცებთ ამ მიდგომით?”, — განაცხადა ბჟანიამ დეპუატატებთან შეხვედრაზე, რომლის ვიდეჩანაწერიც აფხაზური ტელევიზიით გავრცელდა.

ბჟანიას თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკას უნდა ჰქონდეს თავისი მოთხოვნები, პროდუქციას შესაბამისი სერტიფიკატები და ისინი სრულად უნდა აკონტროლებდნენ ე.წ. საზღვრებს.

“ამაზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ ეს ტყუილია, არ შეიძლება. ეს ჩემს წესებს ეწინააღმდეგება”, — განაცხადა ბჟანიამ.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...