მთავარისიახლეებიმსოფლიოდიდი ბრიტანეთი და კანადა მხარს არ უჭერენ რუსეთის დაბრუნებას დიდ შვიდეულში“(G7), საიდანაც...

დიდი ბრიტანეთი და კანადა მხარს არ უჭერენ რუსეთის დაბრუნებას დიდ შვიდეულში“(G7), საიდანაც ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს

Published on

დიდი ბრიტანეთი და კანადა მხარს არ უჭერენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გაერთიანებაში – „დიდ შვიდეულში“(G7) რუსეთის დაბრუნებას, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტს სურს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსეთს გაერთიანება დაატოვებინეს 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო და მას შემდეგ რუსეთის ქცევაში არაფერი შეცვლილა. ამასთან, ლონდონში მიიჩნევენ, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც მომავალი სამიტის მასპინძელს სურს რომელიმე ქვეყნის ლიდერის სტუმრის სტატუსით მიწვევა, ეს მისი გადასაწყვეტია.

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ყირიმში შეჭრის გამო გარიცხული რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევას განაგრძობს და ეს არის მიზეზი, რომლის გამოც გაერთიანების მიღმა უნდა დარჩეს.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 7 წამყვანი სახელმწიფოს გაერთიანების ფორმატი მოძველდა და მასში უნდა მიიღონ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, რუსეთი და ინდოეთი. G7-ს ლიდერთა სამიტი ივნისში, აშშ-ში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სექტემბრამდე გადაიდო. 1 ივნისს, დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მომავალ სამიტზე ტელეფონით ილაპარაკეს.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის დემოკრატიული სახელმწიფოების კლუბი აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, კანადის და იაპონიის ლიდერებს აერთიანებს. კლუბში 1998 წელს მიღებული რუსეთი გაერთიანებიდან ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...