მთავარისიახლეებიმსოფლიოესპანეთში, ინგლისსა და იტალიაში ფეხბურთის შიდა ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს

ესპანეთში, ინგლისსა და იტალიაში ფეხბურთის შიდა ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს

Published on

ევროპის საკლუბო ფეხბურთში პანდემიით გამოწვეული პაუზა დასასრულს უახლოვდება. გერმანიის შემდეგ, შიდა ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება ესპანეთში, ინგლისსა და იტალიაშიც მიიღეს. ამ ქვეყნებშიც, სეზონი მაყურებლის გარეშე გაგრძელდება.

ესპანეთის ლა ლიგა 11 ივნისს დაბრუნდება, „სევილიისა“ და „ბეტისის“ მატჩით. გათამაშების ცხრილის ლიდერი „ბარსელონა“ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველ თამაშს 13 ივნისს ჩაატარებს, ხოლო მადრიდის „რეალი“ – 14 ივნისს. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე, „ბარსელონა“ 58 ქულით ლიდერობს და „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.

ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება, ოცდამეცხრე ტურის გადადებული ორი მატჩით. დღის ცენტრალური თამაში „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება იქნება. პრემიერლიგაში ჩემპიონის ბედი უკვე თითქმის გადაწყვეტილია. სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე, ცხრილის ლიდერი „ლივერპული“ უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 25 ქულით უსწრებს.

იტალიის სერია A-ში სამთვიანი იძულებითი არდადეგები 20 ივნისს დასრულდება, „ვერონასა“ და „კალიარის“ შეხვედრით. ჩემპიონატის დასრულებამდე 13 ტურია დარჩენილი და პირველ-მეორე ადგილებს „იუვენტუსი“ და „ლაციო“ ინაწილებენ,

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...