მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება- ტიკარაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება- ტიკარაძე

Published on

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება.

„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ გავცემთ. ჩვენ ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მიაჩნიათ, რომ სასწავლო პროცესმა შესაძლოა, გადაიწიოს.

„თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება, შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ, შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ჩაიწერება თუ არა პირბადეების ტარება კანონის დონეზე, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ეპიდვითარებაზე დაკვირვებით, შესაძლებელია პანდემიასთან ბრძოლისთვის ეფექტური საკანონმდებლო ცვლილება, თუმცა ამ კონკრეტულ ცვლილებაზე ამ ეტაპზე კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

„თქვენ იცით, რომ ამ სამთავრობო კომისიაში, რომელიც მუშაობს კოვიდთან სტრატეგიულ ბრძოლაზე, ჩვენთან ერთად ჩართულები არიან პარლმაენტის წარმომადგენლები. შესაბამისად, იმაზე დაკვირვების შედეგად, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, ისინი მზად არიან, მიიღონ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პანდემიასთან ბრძოლისთვის იქნება ეფექტური, თუმცა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ ეტაპზე კონსულტაციებს არ გავდივართ“,- განაცხადა მინისტრმა.

სიახლეები

დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო...

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა...

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. განცხადების თანახმად,...

ამინდი საქართველოს ქალაქებში, 28 იანვრის პროგნოზი

28 იანვარს, საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დედაქალაქში +5 გრადუსს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების...