მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები აჭარის ტელევიზიის შენობასთან - ,,მე მიყვარს...

პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები აჭარის ტელევიზიის შენობასთან – ,,მე მიყვარს ბათუმი” თავისუფალ სიტყვას იცავს

Published on

საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” წევრებმა აჭარის ტელევიზიის შენობასთან პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს. ერთერთი აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს. აჭარის ტელევიზიის შენობასთან ამჟამად საპატრულო პოლიციაც იმყოფება.

„ მოვითხოვთ, ბორდმა დააყენოს დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხი, გადააყენოს ის და სამსახურში დააბრუნონ მისი დირექტორობის პერიოდში გათავისუფლებული ჟურნალისტები“ – აცხადებენ საპროტეტოდ შეკრებილი აქტივისტები.

აქციის მონაწილეების თქმით, გიორგი კოხრეიძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან “ტელევიზიაში ჟურნალისტების დევნა, გადაცემების შეჩერება და პროგრამულ პრიორიტეტების შეუსრულებლობა ხდება”.

,,მაუწყებელობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო“ უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს ამავე მაუწყებლის დირექტორს, თუ:

1) სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დადგება

2) არ შესრულდა მრჩეველთა საბჭოს მიერ ამ კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები

3) არ შესრულდა ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული ბიუჯეტი. კოხრეიძემ გამოგონილი მიზეზებით სამსახურიდან გაათავისუფლა და ეთერს ჩამოაშორა არაერთი ჟურნალისტი, რომელიც დირექტორს არ აძლევდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლებას.

პროგრამული პრიორიტეტების ნაწილი არც კოხრეიძის დირექტორობამდე სრულებოდა ზედმიწევნით, მაგრამ მისი მოსვლის შემდეგ ითქვა უარი იმ პრიორიტეტებზეც, რომელებიც წინა პერიოდში სრულდებოდა – ამის ნათელი მაგალითია ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმების არარსებობა. ასევე 2020 წლის 26 მარტიდან დირექტორმა შეაჩერა რამდენიმე გადაცემა და მრჩეველთა საბჭოს აცნობა, რომ აღარ ასრულებდა პროგრამულ პრიორიტეტებს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ბიუჯეტის დამტკიცება პრაქტიკულად არ ხდება: ა) გასულ წელს დირექტორის გადაწყვეტილებით მაუწყებლის ბიუჯეტში 10 მილიონიდან დარჩა 700 000 ლარამდე ნაშთი. ბ) მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში დირექტორს მრჩეველთა საბჭოსთვის არ წარუდგენია.

ჩამოთვლილი მიზეზები საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებრვი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს. -ამბობენ აქციის მონაწილეები

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...