მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოკერია გახარიას: მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?

ბოკერია გახარიას: მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?

Published on

ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? – „თქვენთვის დრო არ მაქვს“, „აქ ნუ გამაცდენთო“ – ვინ წაგახალისათ ამისთვის ძალიან მაინტერესებს? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გიორგი ბოკერიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს 

ბოკერიას თქმით, პრემიერი „დიდ გულზეა ცივილიზებულ ოპოზიციასთან“.

„თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი? და პოლიტიკური პასუხი არ გვაქვს მაგაზე. დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ, ხომ?

ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდით რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ? მარტო თქვენ რომ გამცირებდეთ, ეგ კიდევ არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესებს ვინც ფეხებზე იკიდებს – „კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო“, იმასთან უნდა დაწვეთ ხომ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდგულზე იყოთ აქ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ? ეგ არის ქვეყანას რაც გამოადგება თქვენი აზრით? ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას რომ ითხოვთ, პოპულისტები ხართო და ხუთ დღეში გახსენით, ახლა მოგვისმინეთ? ინტერპელაციის გამო ტონი შეიცვალეთ?

იქნებ რაღაც გაიგოთ. ეს სისულეეები რომ გალაპარაკათ თქვენმა გუნდმა რეიტინგებზე, ტყუილები… იქნებ გაიგოთ და ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანასაც. მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...