მთავარიUncategorizedსამეგრელოში გასული კვირის განმავლობაში ამოღებულია 1254 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, 55,082 კგ თუთუნი...

სამეგრელოში გასული კვირის განმავლობაში ამოღებულია 1254 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, 55,082 კგ თუთუნი და 1460 ღერი თვითნაკეთი სიგარეტი

Published on

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია 1254 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, 55,082 კგ თუთუნი და 1460 ღერი თვითნაკეთი სიგარეტი.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ.

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...