მთავარისიახლეებიეკონომიკა,,ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში გლეხებისათვის მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას მოითხოვს

,,ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში გლეხებისათვის მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას მოითხოვს

Published on

,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიმუშაოს ბრძანება, რომელიც მიწის რეგისტრაციის პროცესს გაუმარტივებს გლეხებს რეგიონში.

გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ პროცესი შეფერხებულია მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რეგისტრაციის პროცესის გამარტივებაზე ისაუბრა.

„მიწის რეგისტრაციის პროცესი დღეს ქვეყანაში, ფაქტობრივად, შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანი რამდენიმეეტაპიან პროცესზე საუბრობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წარმოადგენს შუამავალ რგოლს, მაგრამ დღეს გლეხი როცა მიმართავს რეესტრს და მუნიციპალიტეტს, საჯარო რეესტრში გაგზავნილი დოკუმენტაცია ადმინისტრაციულად დასადასტურებლად იგზავნება მუნიციპალიტეტში, ათასობით ასეთი განცხადებაა გაჭედილი. ამას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული – საჭიროა სამთავრობო აქტის გამოცემა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება შესული, მოხდეს შესაბამისი მოქმედება”, – აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...