მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია“ - ამერიკელი პარტნიორები...

,,ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია“ – ამერიკელი პარტნიორები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

Published on

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დევიდ ნორქუისტმა: „ამ ისტორიული მოვლენიდან 102 წლისთავზე საქართველომ, თავისი ხალხის სიმამაცით, შეუპოვრობითა და სიმტკიცით თანმიმდევრულად გადალახა გამოწვევები და დაამკვიდრა თავისუფლების საფუძვლები. ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია“.

ნორქუისტის მილოცვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი: „გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ აშშ-სთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ“.

აშშ-ის ხელისუფლების სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 25 მაისს მიულოცა სახელმწფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

სიახლეები

PACE ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს

ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს - მომხსენებლები ღრმა შეშფოთება...

პროკურატურა მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმის გამოძიებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ზღვის უბნის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, ბრალდებულები,...

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა...

მოზარდთა დანაშაულებზე პოლიტიკა მკაცრდება

"ოცნების" ინიციატივა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პოლიტიკა გაამკაცროს, უკვე გახდა კრიტიკის საგანი. ბავშვთა უფლებადამცველების...